აღწერა
ორმხრივი დასაკეცი განმავითარებელი ხალიჩა დამზადებულია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა XPE მასალისგან, არატოქსიკური, უსუნო, BPA-ის გარეშე, არ შეიცავს საღებავს. სერტიფიცირებულია. ხალიჩა ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, გამოყენების ასაკი შეზღუდული არ არის, იდეალურია პირველი ნაბიჯებისთვის და მის შემდგომაც. ხალიჩა არის რბილი, უსაფრთხო და მოცურების საწინააღმდეგო. პატარები ცდილობენ ხოხვას, სიარულს და ეცემიან რბილად. ჩვენი განსავითარებელი ხალიჩა სენსორულიც არის, ამოტვიფრული აქვს ოთხკუთხედი ფიგურა ან ციფრები და ასოები, შესაბამისად შეხებისას ავითარებს სენსორულ უნარებსაც.
ჩვენი ხალიჩა შესაფერისია ყველა სეზონისთვის: თერმულია-ზამთარში ინარჩუნებს სითბოს, არ ატარებს სიცივეს. ზაფხულში კი ბლოკავს ცხელ ჰაერს და არ ხურდება.
განსავითარებელი ხალიჩა არის წყალგაუმტარი და იწმინდება ადვილად, შესაბამისად მარტივი მოსავლელია.
ხალიჩა არის ორმხრივი და შემეცნებითიც, პატარა შეძლებს ფერების, ცხოველების, ასოების, ციფრების, ფიგურების და ა.შ. შესწავლას. ყველა ხალიჩა მოთავსებულია სპეციალურ ჩანთაში. ჩვენს ხალიჩებს აქვს ნაჭრით შემოკერილი და დაცული გვერდები (გარდა 180*120 ზომისა). არის კომპაქტური და მარტივი გადასაადგილებლად. ხალიჩა კომფორტულია როგორც სახლში, ასევე გარეთ.