აღწერა
ჭურჭელი გამოირჩვა 2-1-ში ინოვაციური დიზაინით: კომპლექტში არსებულ ჯამს, თეფშს და ჭიქას აქვთ მოსახსნელი სილიკონის გარსი, რომლის გამოყენება განცალკევებითაც შეიძლება. სილიკონის გარსი უზრუნველყოფს, რომ უჟანგავ ფოლადში ცხელი მასის მოთავსების შემდგომ, სიმხურვალე პატარას ნაზ ხელებში არ გადავიდეს. ასევე, ჭურჭლის დავარდნის შემთხვევაში, სილიკონის გარსის დამსახურებით უჟანგავი ფოლადი დაცულია დაზიანებისგან და იწვევს ნაკლებ ხმაურს. განცალკევებით მიღებული სილიკონის ნაწილები (ჭიქა, ჯამი და თეფში) რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდივიდუალურდაც.
ჭურჭელი მორგებულია ბავშვის საჭიროებებს. თეფშის სადგამი მჭიდროდ ეკვრის მაგიდის ზედაპირს, შესაბამისად მისი გადმოგდება ბავშვისთვის შეუძლებელია, პატარას დაეხმარება თვითკვების სწავლაში, რაც მშობლისთვისაც სასურველი და მოსახერხებელია.
ჭურჭელი არის უსაფრთხო მასალისგან შექმნილი. უჟანგავი ფოლადი, საკვები ხარისხის სილიკონი, არატოქსიკური, BPA Free, FDA სერტიფიცირებული. შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გამოყენება. არ შეიძლება უჟანგავი ფოლადის გამოყენება მიკროტალღურ ღუმელში, ხოლო სილიკონის ნაწილის დიახ, შესაძლებელია.
ჭურჭლის ნაკრები შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
1. ჯამი 2-1 ში
2. თეფში 2-1 ში (წებვადი ძირით)
3. წინსაფარი (რეგულირებადი)
4. ჭიქა 2-1 ში
5. ჩანგალი
6. კოვზი
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.