აღწერა
ბამბუკის ჭურჭელი მორგებულია ბავშვის საჭიროებებს. სილიკონის სადგამი მჭიდროდ ეკვრის მაგიდის ზედაპირს, შესაბამისად მისი გადმოგდება ბავშვისთვის შეუძლებელია. ეს ყოველივე დაეხმარება პატარას დამოუკიდებლად კვების სწავლაში, რაც მშობლისთვისაც სასურველი და მოსახერხებელია.
ბამბუკის საბავშვო კოვზი და ჩანგალი გამორჩეულია ერგონომიული დიზაინის ხელის მოსაკიდებლით, ხოლო მათი რბილი სილიკონის თავი არ უღიზიანებს პატარას ღრძილებს და უსაფრთხოა პატარას პირის ღრუსთვის.
ჭურჭელი არის უსაფრთხო მასალისგან შექმნილი. ორგანული ბამბუკი არის 100% ბიოდეგრადირებადი, ჰიპოალერგიული, ეკო-მეგობრული და არატოქსიკური მასალა. არ შეიცავს პლასტმასს, BPA, PVC, ტყვიასა და ფტალატის მჟავას.
ბამბუკის ჭურჭლის მოვლა და გამოყენება – დაუშვებელია, მიკროტალღურ ღუმელში და ჭურჭლის სარეცხის მანქანაში ბამბუკის ჭურჭლის გამოყენება. მოერიდეთ ბამბუკის ჭურჭელში ძალიან ცხელი საკვების მოთავსებას. გარეცხეთ ხელით თბილი საპნიანი წყლით, აცადეთ ბოლომდე გაშრობა. სილიკონის რგოლი შეგიძლიათ მოხსნათ გარეცხვის დროს, მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დასაშვებია. იმისათვის რომ შეინარჩუნოთ მისი პირვანდელი სახე, პერიოდულად დაამუშავეთ საკვები ან ქოქოსის ზეთით ან ცვილით. გამოიყენეთ რბილი ქსოვილის ნაჭერი ჭურჭლის დასამუშავებლად.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.