აღწერა
უსაფრთხო დიზაინი და მასალა – ნაკრები შედგება ნაწილებისგან, რომლებიც შექმნილია რბილი, დელიკატური კიდეებითა და მრგვალი წვერით. სპეციალურად შექმნილია პატარებისთვის, მათი ნაზი კანისა და ფრჩხილებისთვის. დამზადებულია მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მასალებისგან. BPA FREE.
კომპაქტური და მარტივი გადასაადგილებლად – ნაკრებს აქვს შესანახი ყუთი, რომელშიც ყველა აქსესუარის მოთავსებაა შესაძლებელი.
ნაკრებში შედის 10 პროდუქტი:
1. თმის ჯაგრისი – რბილი, თავის ნაზი მასაჟისთვის და სკალპის ფუფხებისგან გასათავისუფლებლად.
2. სავარცხელი – წვრილი და ბურთულიანი კბილებით.
3. მაკრატელი – სპეციალურად შექმნილი ბავშვებისთვის, ბლაგვი და მრგვალი თავი ხდის მას უსაფრთხოს.
4. მკვნეტარა – უსაფრთხო, განკუთვნილია ჩვილის პატარა ფრჩხილებისთვის, უჟანგავი ფოლადის PP მასალა.
5. ქლიბი – საჭრელის გამოყენების შემდეგ, ფრჩხილის სრულად მოსაწესრიგებლად.
6. ცხვირის ასპირატორი – ამოუსუფთავეთ პატარას ცხვირი, ადვილად იშლება და იწმინდება.
7. საწვეთური/პიპეტი – იდეალურია წამლის მიღებისთვის და ზუსტი დოზირებისთვის.
8. პირის ღრუს საწმენდი – თითის ზომის კბილის ჯაგრისი, რბილი და კომფორტული, პირის ღრუს გასუფთავებისა და ღრძილების მასაჟისთვის.
9. პინცეტი – დაგეხმარებათ ცხვირის და ყურების გაწმენდაში.
10. თერმომეტრი – ციფრული დიზაინის, რბილი რეზინის მასალა.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.